სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტში მონაწილე კახა ქირიას დაკითხვა ზუგდიდის სამმართველოში დასრულდა

სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტში მონაწილე კახა ქირიას დაკითხვა ზუგდიდის მთავარ სამმართველოში დასრულდა.

როგორც დაკითხვიდან გამოსულმა ქირიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ის ინციდენტში არ მონაწილეობდა.

„ვიყავი დაკითხვაზე. შემოვიდა ვიღაც გოგო, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ თითქოსდა მე ვცემე, მაგრამ მე ყველაფერის, ახსნა-განმარტება უკვე მივეცი გამოძიებას. განვუმარტე ყველაფერი. ინცინდენტის დროს მე იქ არ ვიმყოფებოდი. როცა მე მოვედი ინციდენტი დასრულებული იყო“, – განაცხადა კახა ქირიამ.

სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირები პაპუნა კუკავა და კახა ქირია დღეს ზუგდიდის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე ხელმეორედ დაიბარეს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნიკა გვარამიას მიერ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიააფხაზეთში რუსი მეწარმე გაიტაცეს