სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა. დაჭრილი 27 წლის ასაკის მამაკაცია.

დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მას მარჯვენა მხარის მიდამოებში სავარაუდოდ, ბასრი საგნით აქვს ჭრილობა აქვს მიყენებული, რომელიც ქირურგიულად დამუშავდა. დაჭრილი პალატაში უკვე გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაკავებულია 1937 წელს დაბადებული მამაკაცი.

banner
წინა სტატიაში“ეს იქნება საკუთარი თავის შეურაცყოფა და პოლიტიკური თვითმკვლელობა” – ოქრუაშვილი საპროცესო გარიგებაზე უარს ამბობს
შემდეგი სტატიამკვლელობა სვანეთში – მესტიაში ძმამ ძმა მოკლა