სოფელ დაფნარში გარდაცვლილი დემურ სტურუას მშობლებს პროკურატურაში კითხავენ

სოფელ დაფნარში გარდაცვლილი 22 წლის ახალგაზრდას დემურ სტურუას მშობლებს სამტრედიის რაიონულ პროკურატურაში კითხავენ.

როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, საგამოძიებო ორგანოები გარდაცვლილის წერილით დაინტერესდნენ, სადაც დემურ სტურუა პოლიციელის მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.

ოჯახის წევრების თქმით, ისინი პოლიციელის სრული სიმკაცრით დასჯას და გამოძიების დროულად ჩატარებას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიPrimeTimeNews – ზე შეტევა განხორციელდა – საიტი წაშლილია
შემდეგი სტატია“მრეწველები” ნინო ბურჯანაძის ინიციატივას უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით მხარს უჭერენ