სოფელ დაფნარში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

„ოპელის“ მარკის ავტომობილი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქი მანქანა აალდა და მასში მყოფი სამი პირი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარის გამო, მცირე ხნით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია და მოძრაობაც განახლდა.

ავარიის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება
შემდეგი სტატია“ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, საგარეო კურსის შეცვლისა და სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობა“ – გომელაური გამოწვევების შესახებ საუბრობს