სოფელ ჩუმლაყში ერთი ადამიანი მოკლეს, სამი კი დაჭრეს

სოფელ ჩუმლაყში მკვლელობა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს საკუთარ მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამასთან, დაჭრილია სამი პირი.

შემთხვევა წუხელ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტს წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა.

დაჭრილები გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ და ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდათ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიდავით ჭიჭინაძე: დაახლოებით ოცი დეპუტატის „გადაბირება“ და გახარიას მარტივად შეუძლია საპარლამენტო კრიზისის გამოწვევა
შემდეგი სტატიასაარჩევნო ბარიერის სამ პროცენტამდე დაწევა იგეგმება