სოფელ ჩაქვისთავში ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვისთავში. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი ხრამში რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

მომხდარის შედეგად, დაღუპულია ხუთი ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულთაგან ოთხი ტურისტი, მეხუთე კი მათი მძღოლი იყო.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიხელოვანები კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფის მოთხოვნით მიმართვას ავრცელებენ
შემდეგი სტატია“რუსეთის ხელისუფლებას ახალი ნორმანდიული ფორმატი კი არა, პირდაპირი დიალოგი უნდა შევთავაზოთ”