სოფელ ჭაქვინჯში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

დღეს ღამით საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.ამის შესახებ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა კახა ფარცვანიამ განაცხადა.

“ ძლიერი ყინვის გამო სკოლაში მწყობრიდან გამოვიდა გამათბობელი სისტემა,დაიხეთქა მილები.მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მოსწავლეები დავითხოვეთ დღეს და ხვალ საგაკვეთილო პროცესიდან და მათ გაცდენილი საათები შაბათის ხარჯზე აუნაზღაურდებათ“,- გვითხრა მან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სულ 51 საჯარო სკოლაა.რაც შეეხება,სოფელ ერგეტის საბავშვო ბაღს,სადაც გუშინ შენობის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა, აღსაზრდელებისათვის ალტერნატიულ ფართს ეძებენ. ამის შესახებ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა თოლორაიამ თქვა. მისივე თქმით, სასწავლო პროცესში ერეგეტაში ორშაბათიდან განახლდება.აღნიშნულ ბაღში 48 აღსაზრდელი ირიცხება.

banner
წინა სტატიაშიუბედური შემთხვევა აბაშაში
შემდეგი სტატიაქედაში ზვავი ჩამოწვა და საავტომობილო გზა ჩაკეტა