ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაღუპულია ერთი ადამიანი. ერთი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შეჯახების შემდეგ, ერთ-ერთ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.