სოფელ ჭალადიდში ავარიის შედეგად შვიდი პირი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავარიის შედეგად შვიდი პირი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია.

შემთხვევა საბაჟოს უბანში მოხდა. არსებული ინფორმაციით, „ბეემვეს“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

„ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას დახვდა შვიდი დაზარალებული, მათ შორის ორი ბავშვია. საჭირო გახდა დამატებითი ჯგუფების გამოძახება . ერთ-ერთ დაშავებულს აღენიშნებოდა მრავლობითი ტრავმები და იყო შედარებით მძიმე. ყველა მათგანს ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება და გადაყვანილი არიან ფოთის ჰოსპიტალში“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის ხელმძღვანელმა, კესო გელენიძემ

შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

banner
წინა სტატიაში“„ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების საერთაშორისო დონეზე გასამართლებამ, უმძიმეს დანაშაულში მხილებამ უპრეცედენტო ხასიათი მიიღო”
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე – საქართველოში კორუფცია მძვინვარებს და დღეს ბიზნესი „ქართული ოცნების“ მარწუხებშია მოქცეული