სოფელ ცედანის ტყეში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები ვერტმფრენმა დილიდან განაახლა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცედანის ტყეში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები ვერტმფრენმა დილიდან განაახლა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დღეს იგეგმება სამუშაოებში ორი სახანძრო-მანქანის დამატება და ჯამში ადგილზე 17 სახანძრო მანქანა იმუშავებს.

„განხორციელდა მეხანძრეების როტაცია, თუმცა ადგილზე კვლავ 220 მეხანძრე რჩება. ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ვიმედოვნებთ, რომ დღეს გვექნება ცეცხლის ლოკალიზება. ცეცხლის ქრობის პროცესში საკმაოდ ეფექტიანად იმუშავა ტყის ახალმა მანქანებმა, რომლებიც რთულ რელიეფზე გადაადგილდებიან და ცოცხალ ძალას წყლით ამარაგებენ“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 30-კაციანი ჯგუფი.

banner
წინა სტატიაში,,თანასწორობის ჯილდო” ეუფასგან- გურამ კაშია ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის დაჯილდოვდა
შემდეგი სტატიახორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია , დღეს რეკომენდაციებზე იმსჯელებს