10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

სოფელ ბუშეტში, ადამიანზე ფიზიკურად ძალადობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენებისთვის ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 31 მარტს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა დაზარალებულზე და მას სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი: ონლაინგამოცემები პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში, გვექნება რეაგირება
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი: ანაკლიის პორტის პროექტთან მიმართებაში ამერიკელ ინვესტორებს ინტერესი ვერ გავუღვივეთ