21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

სოფელ ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა – კაცი ადგილზე დაიღუპა.

ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დასუფთავების მანქანა უკუსვლით მოძრაობდა, რა დროსაც ის თანამშრომელს დაეჯახა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიპროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება
შემდეგი სტატიათამარ კეკენაძე: „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ივანიშვილის დავალებით და კობახიძის მოღალატეობრივი განცხადებებით, ევროინტეგრაცია გააჩერა