სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის მხარდასაჭერად აჭარიდან რამდენიმე ათეული ადამიანი ჩავიდა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის მხარდასაჭერად აჭარიდან რამდენიმე ათეული ადამიანი ჩავიდა.

,,ჩვენ ქართველები ვართ, ერთი ქვეყნის შვილები ვართ, არ შეგვეფერება დაპირისპირება. იმდენი მტერი გვყავს, ჩვენ შიგნით თუ ვერ მოვაგვარეთ, მტერს რა უნდა ვუთხრათ. ველოდებით ხელისუფლებას, გუბერნატორი უნდა მოვიდეს, გავესაუბრებით. ბევრი სოფლებიდან გვირეკავს, წამოვალთ თუ საჭიროაო. ჩვენ ვაჩერებთ, რომ კიდევ უფრო გამწვავება არ მოხდეს“, – აცხადებს ფირუზ წულუკიძე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში გუშინ დაპირისპირება მოხდა. სოფლის მოსახლეობის ნაწილს, რომელიც მუსლიმურ თემს წარმოადგენს, სოფელში სალოცავის მოწყობა სურს, რასაც სოფლის ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება. აზრთა სხვადასხვაობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ბუკნარში დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.

დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში მხარეებს შორის დიალოგი უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრა არ შედგა.

ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა აცხადებს, რომ ხელისუფლება და სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა სოფელ ბუკნარში კონფლიქტი ექსცესების გარეშე მოგვარდეს.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ბობოხიძე – ვიდრე „ქართული ოცნება“ არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებას დაიწყებს, სჯობს, იკითხონ, რა რეაგირება გააკეთეს სახელმწიფო ინსტიტუტებმა იმ დარღვევებზე, რაც არჩევნებზე თვალნათლივ ჩანდა
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა – ივანიშვილი ქართველი ერისთვის არის ბოროტი ძიძა