სოფელ ატოცთან ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ხელოვნური ბარიერების მონტაჟის გაგრძელებას აპირებს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან სამხედრო მანქანების და პირადი შემადგენლობის გადაადგილების გააქტიურება შეინიშნება.

საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ატოცის მცხოვრებლების თქმით, აქტიური მოძრაობა ფიქსირდება ატოცის მოპირდაპირედ მდებარე სოფელ ბალთასთან, რომელიც დე ფაქტო რეჟიმის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. ატოცის პერიმეტრზე ე.წ. სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები რამდენიმე წლის წინ დაამონტაჟეს, ასევე, ერთ მონაკვეთზე დამონტაჟებულია მავთულხლართებიც.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ხელოვნური ბარიერების მონტაჟის გაგრძელებას აპირებს.

ატოცის სიახლოვეს, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე გადაადგილების გააქტიურებს ადასტურებს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიც, თუმცა, ზაზა გულიაშვილი ამბობს, რომ ჯერ რთულია იმის თქმა, რა სამუშაოების წარმოებას გეგმავს დე ფაქტო რეჟიმი აღნიშნულ ტერიტორიაზე.

banner
წინა სტატიაში“ენმ” ხელისუფლებას ქუთაისში თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის აკრიტიკებს
შემდეგი სტატია,,ყველა პროკურორი ჩემთვის არის იგივე ფხაკაძე, გუგუშვილი, შოთაძე, ვინც ჩემი შვილის საქმის გაყალბებაში მონაწილეობდა”