სოფელ არბოშიკში „ლიბერთი ბანკის“ ადგილობრივი ფილიალი დააყაჩაღეს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში „ლიბერთი ბანკის“ ადგილობრივი ფილიალი დააყაჩაღეს. თავდამსხმელმა, რომელიც მარტო მოქმედებდა 11 000 ლარის გატაცება შეძლო.

როგორც თვითმხილველი, მოლარე-ოპერატორი ამბობს, გამტაცებელი შეიარაღებული იყო, რის გამოც წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო, თუმცა ნიღაბი არ ეკეთა. თვითმხილველები დანამდვილებით ამბობენ, რომ თავდამსხმელი სოფლის მკვიდრი არ არის და მისი ამოცნობა ვერ მოახერხეს.

ფაქტზე მოკვლევას შინაგან საქმეთა დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო აწარმოებს. გამოძიებამ თვითმხილველები უკვე დაკითხა.

banner
წინა სტატიაშიტრამპს კიმ ჩენ ინის სჯერა
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და „საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა