მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში 2 წლის ბავშვს საცხოვრებელი სახლიდან ჩამოვარდნილი აგური დაეცა, მიღებული დაზიანებების შედეგად ის დაიღუპა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.