სოფელ აძვიდან 3 ადამიანი გაიტაცეს რუსმა ოკუპანტებმა

სამი ადამიანი გაიტაცეს დღეს დილით რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვის წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიიდან. დავით გულიტაშვილი, ზურაბ კორინთელი და გიორგი გოგიაშვილი ტაძარში გიორგობის აღსანიშნავად ოჯახებთან ერთად იმყოფებოდნენ.

რუსმა ოკუპანტებმა მხოლოდ მამაკაცები დააკავეს და გამოუშვეს ბავშვები და ქალები. უცნობია სად გადაიყვანეს დაკავებულები. სავარაუდოდ ისინი უკვე ცხინვალის იზოლატორში არიან.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
შემდეგი სტატია,ჩართული ვართ საადვოკატო პროცესში, რათა სკეპტიკოსების საწინააღმდეგოდ დადასტურდეს, რომ ნატო-ს კარი ღიაა”