სოფელ აჭყვისთავში მეწყერი ჩამოწვა – ორი ოჯახი გახიზნულია

“თაიმერი” და ტექნიკური უნივერსიტეტი სტიქიის კვალდაკვალ

უამინდობამ და უხვმა ნალექმა მეწყერული პროცესები გამოიწვია აჭრაში. მეწყერი ჩამოწვა ქობულეთის რაიონის სოფელ აჭყვისთავში. შედეგად მიწის მასამ ერთი მაქანა მოიყოლა. საბედნიეროდ, ამ დროისთვის ავტომობილში არავინ იმყოფებოდა.

ამ დროისთვის ორი ოჯახი გახიზნულია საცხოვრებელი ადგილიდან. ისინი თავს მეზობლებთან აფარებენ. მიწის მასის ჩამოშლის შედეგად ჩაიკეტა შიდა სასოფლო გზა.

ადგილზე იმყოფებოდნენ გეოლოგები, რომლებიც ტერიტორიას სწავლობენ. მოსახლეობა შიშობს, რომ მეწყერი კვლავ განვითარდება და ისინი ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ.

ადგილზე იმყოფებოდა ქობულეთის რაიონის გამგებელი.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მექსიკის კონგრესის დელეგაციას შეხვდა
შემდეგი სტატიაუხვმა ნალექმა განსაკუთრებით მარტვილის, სენაკისა და აბაშის სოფლები დააზარალა