სომხურმა სასამართლომ რუსი მირონოვის დაკავებაზე უარი განაცხადა

ერევნის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა, რუსეთის მოქალაქის, სერგეი მირონოვის დაკავების შესახებ, რომელიც აშშ-ს თხოვნით დაიჭირეს, არ დააკმაყოფილა – ადგილობრივი მედია წერს.
მირონოვი, რომელსაც აშშ-ს მთავრობა ფულის გათეთრების და იარაღის ვაჭრობის ბრალდებით ეძებს, განთავისუფლდება. ასევე, მოსამართლემ დაამატა, რომ პროკურორს შეუძლია აპელაციის შეტანა ხუთი დღის მანძილზე.
ამასთანავე, მირონოვის აშშ-ში ექსტრადაციის საკითხი, ჯერჯერობით არ დახურულა.
მირონოვი კვირას დააკავეს ერევნის აეროპორტში.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა მარნეულის საავადმყოფოში ინტოქსიკაციით მოთავსებული ადამიანები მოინახულა
შემდეგი სტატიაზუგდიდის გამგებლობისთვის ლაშა გოგია იბრძოლებს