სომხური მხარის განმარტებით, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს არ შეხვედრია

kioსომხური მხარის განმარტებით, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს არ შეხვედრია, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ კომენტარში:

“ჩვენ დავინტერესდით ამ საკითხით, ჩვენი ელჩი ესაუბრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გაიმართა ჩემი პირველი საუბარი აქ, საქართველოში აკრედიტებულ სომხეთის ელჩთან. სომხური მხარის განმარტებით, არანაირ შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ადგილი არ ჰქონია. ეს არის მორიგი პოლიტიკური სპეკულაცია, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ხშირად მიმართავენ ხოლმე. ეს არის, რისი თქმაც შემიძლია ამ საკითხთან დაკავშირებით. სომხეთი არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა, ის ცალსახად აღიარებს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ ვაგრძელებთ ამ მჭიდრო თანამშრომლობას მათთან”, – თქვა გიგიაძემ.

ჟურნალისტებმა მინისტრის მოადგილეს შეახსენეს, რომ შეხვედრის დამადასტურებელი ფოტო არსებობს, რომელიც აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანიამ ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

“ფოტოსთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, რაც შემიძლია, გითხრათ, ეს არის სომხური მხარის ძალიან ცალსახა განცხადება, მათ მიერ დადასტურებული ფაქტი, რომ არანაირ მსგავს შეხვედრას ადგილი არ ჰქონია.
ვერ გეტყვით, რასთან გვაქვს საქმე – შესაძლებელია, მომხდარიყო, უბრალოდ, გადაღება გარკვეული გარემოების ან სიტუაციურად ადამიანების ჯგუფის გადაღება, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, არ გვაქვს ინფორმაცია. ოფიციალურად სომხური მხარის განცხადება გითხარით”, – თქვა გიგიაძემ.

banner
წინა სტატიაშიაილან კურდის ტრაგიკული სიკვდილიდან ერთი წელი გავიდა
შემდეგი სტატია“ადვოკატი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, დაცული არ არის” – ზაზა ხატიაშვილი