ჩხრეკა და დაპატიმრებები – სომხეთის ქალაქ გიუმრიში.
სომხური მედიის ინფორმაციით, ჩხრეკა დილის 5:00 საათზე დაიწყო ბლოკ „სომხეთის“ შტაბ-ბინაში და დეპუტატობის კანდიდატი ჰასმიკ საჰრადიანი დააკავეს.
გავრცელებული ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების სამსახური დღეს დილიდან ჩხრეკას ატარებს ადამიანის უფლებათა დამცველ კარაპეტ პოღოსიანის ბინაშიც.
ჩხრეკა ასევე მიმდინარეობს „ძლიერი სომხეთის“ შტაბ-ბინაში.
არიან დაკავებულები, დეტალები ამჟამად უცნობია.

















