27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

სომხური მედია – ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პარტია “ძლიერი სომხეთის” საარჩევნო სიის ბათილად ცნობის შესახებ განაცხადი არ დააკმაყოფილა

სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო სიის ბათილად ცნობის შესახებ განაცხადი არ დააკმაყოფილა.

გავრცელებული  ცნობით, სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მილიარდერი სამველ კარაპეტიანის პარტია „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო სიის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ პარტია „რესპუბლიკის“ მიერ 5 ივნისს შეტანილი განაცხადი უარყო.

პარტია „რესპუბლიკის“ წარმომადგენელმა, გრიგორ არაკელიანმა განაცხადა, რომ მოთხოვნის მიზეზი „ძლიერი სომხეთის“ გაუმჭვირვალე დაფინანსება და საგარეო გავლენები იყო.

„საუბარია საზღვარგარეთ მყოფ სომხეთის მოქალაქეებზე ზეწოლის შესახებ, რათა ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ ხმის მისაცემად და ხმა გარკვეული ძალების კანდიდატს მისცენ“, – განაცხადა გრიგორ არაკელიანმა.

5 ივნისის საღამოს სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რიგგარეშე სხდომაზე პარტია „რესპუბლიკის“ განაცხადი ერთხმად უარყო. კომისიის თავმჯდომარემ, ვაჰაგნ ჰოვაკიმიანმა განაცხადა, რომ წარმოდგენილი არგუმენტები პარტია „ძლიერი სომხეთის“ 7 ივნისს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეჩერების საფუძველს არ ქმნიდა.

banner
წინა სტატიაშილონდონის ცენტრალური მეტროს სადგურებში საქართველოს შესახებ ბანერები განთავსდა
შემდეგი სტატიაუვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე – ვის აგზავნის “ოცნება” 11 ივნისს ბრიუსელში