სომხური “ისკანდერები” – აზრბაიჯანელთა “დამაშოშმინებელი ვაქცინა”

რუსეთის საერთაშორისო სამართლის ასოციაციის წევრისა და პუბლიცისტის დენის დვორნიკოვის აზრით, 21 სექტემბერს, ერევანში გამართულ სამხედრო აღლუმზე, ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის “ისკანდერების” ჩვენებამ, აზერბაიჯანულ ხელისუფლებაზე, როგორც დამაშოშმინებელმა ვაქცინამ იმოქმედა. ამის შესახებ მან სომხურ გამოცემას “შანტს” უამბო.

“ისკანდერები” ერთგვარი ვაქცინა გახდა აზერბაუჯანული ხელისუფლებისთვის, რომ მათ განწირული სისულელეებისაგან თავი შეეკავებინათ. ამიტომაც უახლოეს ხანებში შედარებით სიმშვიდე იქნება”- აცხადებს დვორნიკოვი.

,,ბაქოს რეჟიმი დიდად არის დამოკიდებული ნავთობის კვოტებზე და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რამეთუ პროექტი ,,ყარაბახი,, მათთვის შიდაპოლიტიკური პროექტია, რომელიც პირველ რიგში მოქმედებს როგორც ფაქტორი, რომელიც ცემენტით ადუღაბებს დაქუცმაცებულ აზერბაიჯანულ საზოგადოებას,, აცხადებს რუსი ექსპერტი, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ კონფლიქტის განახლების რისკები დამოკიდებული იქნება ნავთობის ბაზარზე არსებულ დაცემისა თუ ზრდის დინამიკაზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: არც ერთი უპასუხისმგებლო დაპირება ჩვენ არ გაგვიცია, ამაზე ვარ პასუხისმგებელი
შემდეგი სტატია(FOTO) ვერა ქობალიას და – ნინა ქობალია იტალიელ ჟურნალისტზე გათხოვდა