სომხეთში სომხურ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნები გაიმართება

სომხეთში სომხურ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნები გაიმართება. ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს.

თავდაცვის უწყების ცნობით, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მზადების ფარგლებში, წვრთნები Eagle Partner 2024 სომხეთში 15-დან 24 ივლისამდე გაგრძელდება. სწავლება Eagle Partner სომხეთში პირველად 2023 წელს ჩატარდა.

წვრთნებში მონაწილეობას სომხეთის შეიარაღებული ძალების მშვიდობისმყოფელ ბრიგადაში მომსახურე ჯარისკაცები მიიღებენ, ასევე ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სახმელეთო ძალების წარმომადგენლები და კანზასის ეროვნული გვარდია.

წვრთნების მიზანი სამხედრო დანაყოფების ურთიერთქმედების ხარისხის გაზრდაა, ასევე სამშვიდობო ოპერაციების მართვასა და ტაქტიკური კომუნიკაციაში გამოცდილების გაზიარება და სომხეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერება.

აშშ-მ საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვის გამო სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი გაურკვეველი ვადით გადადო – ინფორმაცია ამის შესახებ პენტაგონმა გაავრცელა.

“შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის ძირეული გადახედვა. ამ გადახედვის ფარგლებში, შეერთებული შტატები საქართველოში განუსაზღვრელი ვადით გადადებს ღირსეული პარტნიორის წვრთნებს, რომელიც 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე უნდა ჩატარებულიყო.” – წერია პენტაგონის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაია: რუსულ კანონს არ დავემორჩილებით და “რეესტრში” არ დავრეგისტრირდებით
შემდეგი სტატიააშშ-ის ელჩი: საუბარია მიზეზებზე, რატომაც გაუქმდა წვრთვნები ეს სამწუხაროა, თუმცა არა გაუგებარი