შირაქის ეპარქიის მეთაურის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფაჰიანის ადვოკატის ინფორმაციით, ის ხელისუფლების დამხობის ბრალდებით დააკავეს.
“ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა გამოძიებაში. მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფაჰიანს წარუდგინეს ბრალდება სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე. გამომძიებელმა სასამართლოს მისი დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა”. – თქვა ადვოკატმა არა ზოგრაბიანმა.
შირაქის მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანს სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მიქაელ აჯაფაჰიანის წინააღმდეგაც სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის მიღების მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
25 ივნისს, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების თანამშრომლებმა ტავუშელი მთავარეპისკოპოსი, ბაგრატ გალსტანიანი დააკავეს.
მანამდე, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთეს.