სომხეთში შეიარაღებული ჯგუფი გააუვნებელყვეს

სომხეთის ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურმა დღეს სპეცოპერაციის ფარგლებში ათკაციანი შეიარაღებული დაჯგუფება გააუვნებელყო – ამის შესახებ უწყების პრესასმსახური წერს.
ოპერატიული მონაცემების დამუშავებისას აღმჩნდა, რომ სომხეთის მოქალაქე არტურ ვარდანიანი, რომელიც 1997 წლიდან ესპანეთში ცხოვრობს, ერევანში 2015 წელს დაბრუნდა “განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებების ჩასადენად”, შექმნა დაჯგუფება, რომელშიც 19 უმუშევარი მოქალაქე გააწევრიანა, აქედან 5 ერევანში მცხოვრები, სხვები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან – წერს “დოიჩე ველე”.
“წინასწარი მონაცემებით, დაჯგუფება იარაღს აგროვებდა, რომელსაც დაქირავებულ ბინაში ინახავდნენ” – ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ვარსკვლავური ომების” ფანატები ამერიკელ ჟურნალისტს ემუქრებიან
შემდეგი სტატია“ქართული დასი” რუს ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და ხელისუფლებას მიმართავს