სომხეთში საქართველოს ელჩი გაქურდეს

ერევანში საქართველოს ელჩის მანქანა გაქურდეს. ინციდენტი 14 დეკემბერს, ღამით მოხდა. „სპუტნიკ არმენიის“ ცნობით, ბოროტმოქმედებმა Mercedes-ის გვერდითი სარკეები მოტეხეს და წაიღეს.

ავტომობილი სომხეთში საქართველოს საელჩოს ბალანსზეა აღრიცხული და ელჩს ემსახურება.

საგარეო საქმეთა სამინისტოში აცხადებენ , რომ ინციდენტის დეტალებს არკვევენ.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარიამ ერეკლე კუხიანიძის აბრა მოხსნა და “ღორი და ნაძირალა” მიაწერა
შემდეგი სტატია“გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ”-ჰარცელი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგზე