33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

სომხეთში საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

სომხეთში საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და საარჩევნო უბნები დაიხურა.

21:00 საათზე ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის საბოლოო მაჩვენებელს გამოაქვეყნებს. მედიის ცნობით, შუაღამისას შედეგების გამოქვეყნება დაიწყება.

7 ივნისს, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც 18 პოლიტიკური ძალა მონაწილეობს – 2 ბლოკი და 16 პარტია. ხმის მიცემის უფლება სულ 2,485,851 მოქალაქეს აქვს.

სომხეთის პარლამენტი პროპორციული სისტემით, ანუ მხოლოდ პარტიული სიებით ირჩევა. სომხეთის ეროვნული ასამბლეის მე-9 მოწვევის ადგილებისთვის თვრამეტი პოლიტიკური ძალა – 16 პარტია და 2 პარტიული ბლოკი იბრძვის. პარლამენტში მოსახვედრად ბარიერი პარტიებისთვის 4%-ია, ხოლო პარტიული ბლოკებისთვის – 8%.

დასავლური მედია წერს, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველ პარტიას „სამოქალაქო კონტრაქტი“, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი გამოწვევა სამი ძირითადი ოპოზიციური ბლოკისგან შეხვდება: „ძლიერი სომხეთის ალიანსი“, რომელსაც მხარს უჭერს რუსი-სომეხი მილიარდერი სამველ კარაპეტიანი; „სომხეთის ალიანსი“, ყოფილი პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის ხელმძღვანელობით და „აყვავებული სომხეთის პარტია“, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიზნესმენი გაგიკ ცარუკიანი.

banner
წინა სტატიაშისომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო: არჩევნებთან დაკავშირებით 57 შეტყობინება შემოვიდა, დაკავებულია 14 პირი
შემდეგი სტატიასაქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე შეხვედრა სტამბოლში, 8 ივნისს გაიმართება