30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

სომხეთში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციური პარტიის 6 წევრი დააკავეს

სომხეთში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციური პარტიის, ,,ძლიერი სომხეთის” 6 წევრი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია სომხეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. საგამოძიებო ორგანოს ცნობით, ოპოზიციონერი დეპუტატების დაკავება სისხლის სამართლის წესით მოხდა, რომელიც რამდენიმე პირის მატერიალურ წახალისებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებს უკავშირდება.

საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 7 ივნისს გაიმართება. გუშინ კი ერევანში სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერების აქცია გაიმართა. რესპუბლიკის მოედანზე ფაშინიანის ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა – მათ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტიას “სამოქალაქო კონტრაქტს” მხარდაჭერა გამოუცხადეს

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ ლუგანსკში ყირიმის მიმართულებით სამგზავრო გადაზიდვებზე შეზღუდვები შემოიღეს
შემდეგი სტატიაReuters: რომის პაპი ესპანეთში ჩავიდა