სომხეთში რუსი სამხედროს მკვლელობაზე დეტალები გასაჯაროვდა

ინციდენტი ნაწილიდან მოშორებით მოხდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამოქალაქო პირია. ოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი საყოფაცხოვრებო პირობები გახდა.
20 წლის ეჭვმიტანილს, რომელიც უკვე დაკავებულია, ფსიქოლოგიური აშლილობა აქვს.
გიუმრში, რომელიც ერევნიდან 126 კილომეტრში მდებარეობს, რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაა დისლოცირებული.  მოკლული 21 წლის რუსი სამხედრო დიმიტრი იალპაევია.
შეგახსენებთ: რამდენიმე წლის წინ, რუსმა ჯარისკაცმა ვალერი პერმიაკოვმა 6 სულიანი ოჯახის 5-ი წევრი მოკლა, მცირეწოლოვანი ბავშვი კი დაჭრა.

banner
წინა სტატიაში(video) სომხეთში რუსი სამხედრო მოკლეს
შემდეგი სტატია“ისლამურმა სახელმწიფომ” დედაქალაქი შეცვალა