სომხეთში რუსეთის “პირველი არხის” მაუწყებლობა შეჩერდა

სომხეთში რუსეთის “პირველი არხის” მაუწყებლობა ვალის დაფარვამდე შეჩერდა. მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრის, მხითარ ჰაირაპეტიანის თქმით, კომპანიამ არ შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულებები, დაუგროვდა დავალიანება, რის გამოც მისი მაუწყებლობა დროებით შეჩერდა.

შეგახსენებთ, მარტში სომხეთში რუსი პროპაგანდისტის, სოლოვიოვის გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა. ერთ-ერთ მიზეზად მისი გადაცემების შინაარსი დასახელდა, კერძოდ კი, სომხეთის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის მცდელობები.

banner
წინა სტატიაშირეფერენდუმზე კი არა, თვითმფრინავით დასავლეთში გაფრენაზე არ უწერს ხელს პრეზიდენტს – გოცირიძე
შემდეგი სტატიაბოსნია-ჰერცეგოვინის მთავრობამ “უცხოელი აგენტების შესახებ” კანონპროექტი გაიწვია