სომხეთში პაშინიანის წინააღმდეგ აქციაზე 30-მდე პირი დააკავეს

სომხეთში ოპოზიციური საზოგადოებრივი მოძრაობა “ადეკვადის” აქტივისტებმა 1 ივნისს საპროტესტო აქციების სერია მოაწყვეს, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანის წინააღმდეგ იყო მიმართული. პროტესტანტები ერევანსა და სომხეთის 12 ქალაქში ერთდროულად გამოვიდნენ. “დღევანდელ აქციას “ტყუილის დაბადებას” ვუწოდებთ, პაშინიანის დაბადების დღის აღსანიშნავად” – აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, აქციაში 80 ადამიანი მონაწილეობდა, აქედან 29 სამართალდამცველებმა დააკავეს. თავის მხრივ, პოლიციამ გაავრცელა, რომ ყველა დაკავებული განთავისუფლებულია – “დოიჩე ველე” წერს.

რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა “ადეკტადი” პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
შემდეგი სტატიაშსს-მ ბავშვებს ლისის ტბაზე უმასპინძლა