სომხეთში მმართველმა პარტიამ ოპოზიციონერი კანდიდატისთვის მხარდაჭერა გადაწყვიტა

სომხეთის რესპუბლიკური პარტია არჩევნებში მხარს დაუჭერს კანდიდატს, რომელსაც სხვა სამი ფრაქციის დეპუტატები წარადგენენ. მათ კი, უკვე განაცხადეს, რომ ნიკოლ პაშინიანს წარადგენენ. გუშინ მმართველმა პარტიამ მას ხმები არ მისცა და პაშინიანმა საკმარისი 53 ხმა ვერ მოაგროვა.
“სომხეთს 8 მაისს პრემიერი ეყოლება. რესპუბლიკური პარტია თავის კანდიდატურას არ წარადგენს ამ პოსტზე და მხარს დაუჭერს კანდიდატს, რომელსაც პარლამენტის ერთი მესამედი ხმას მისცემს” – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელმა ვარგამ ბაგდასარიანმა და ოპოზიციას მოუწოდა შეწყვიტონ გზების და აეროპორტის ბლოკადა.
რესპუბლიკური პარტიას პარლამენტში უმრავლესობა 58 ხმა აქვს, სამ სხვა ფრაქციას – 47 – “ბიბისი” წერს.
პირველ მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე პაშინიანი არ აირჩია, ოპოზიციონერმა ხალხს გზების გადაკეტვისა და აეროპორტისა და რკინიგზის ბლოკადისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაში„შეიძლება „ქართული ოცნების“ ფსიქოლოგიურმა შტურმმა და ივანიშვილის გამოსვლამ ითამაშა როლი” – გოცირიძე პრეზიდენტის მოხსენებაზე
შემდეგი სტატიაფიფა ახალ ტურნირს იწყებს