სომხეთში მძევლად აყვანილი სამი წლის ბავშვი გათავისუფლებულია (ვიდეო)

სომხეთში საბავშვო ბაღზე თავდასხმის შედეგად მძევლად აყვანილი სამი წლის ბავშვი გათავისუფლებულია. რაც შეეხება თავდამსხმელს, მან დანით თვითდაზიანება მიიყენა. ის ჰოსპიტალიზებულია და მას ოპერაცია უტარდება.

ბავშვი უვნებელია, თუმცა მასთან ამჟამად ფსიქოლოგები მუშაობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელთან მოლაპარაკებებში მისი ყოფილი ცოლი მონაწილეობდა. პოლიციამ ბავშვი ბაღის შტურმის შედეგად გაათავისუფლა.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/azatutyun/videos/1706281272750576/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიამინა ოკუევას მეუღლის ადამ ოსმაევის პირველი კომენტარი (ვიდეო)
შემდეგი სტატიამართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ლუკა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს