სომხეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა კორონავირუსით COVID-19 ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა. დღეის მდგომარეობით სომხეთში კორონავირუსით დაავადდა სულ 78 ადამიანი.

ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტაროსიანის ინფორმაციით, 78-დან 18 პაციენტი კარანტინის რეჟიმში იმყოფებოდა და დაავადების სიმპტომები არ ჰქონდათ. ტაროსიანის განცხადებით, ინფიცირებულთა უმრავლესობას მაღალი ტემპერატურა არ აქვს და თავს კარგად გრძნობენ. კორონავირუსის მასობრივად გავრცელების პრევენციის მიზნით, სომხეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

საქართველოსთან უშუალოდ მოსაზღვრე ქვეყნებს შორის კორონავირუსით დაავადების ყველაზე მეტი, 114 ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევაა რუსეთში. თურქეთში 98, მათ შორის ერთი ლეტალური. 18 მარტის დილის მონაცემებით, აზერბაიჯანში დადასტურებულია 34 შემთხვევა, მათგან ერთი ლეტალური.

banner
წინა სტატიაშითვითიზოლაციის დარღვევის ორი ფაქტი მარტვილში
შემდეგი სტატიათვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის პოლიციამ იძულებით კარანტინში კიდევ 28 ადამიანი გადაიყვანა