სომხეთში გრიპის გართულებით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ლეტალურად

ლეტალურადდღეს ერევანში, მიქაელიანის ქირურგიის ინსტიტუტში, ვირუსის გართულებისგან საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა – ცნობას სომხური მედია ავრცელებს.
“მამაკაცი რუსეთიდან ჩამოვიდა, სადაც დიდი ხანი ავადმყოფობდა. ის გიუმრში გადიოდა მკურნალობას, შემდეგ კი მიქაელიანის ინსტიტუტში გადაიყვანეს. მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა” – წერს მედია.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე 662 ვირუსით დაავადებული ჰოსპიტალიზებულ იქნა, აქედან 219-ს ფილტვები ანთება აღმოაჩნდა. 7 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. სამი შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ გრიპის ეპიდემიის საფრთხესთან დაკავშირებით   დაავადებათა კონტროლის ცენტრში განცხადება  გაკეთდა. გრიპის შემთხვევების მატებისა და ლეტალური შედეგების მიუხედავად, სპეციალისტები საქართველოში მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ. შემოდგომიდან დღემდე ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ 23 შემთხვევა ფიქსირდება. პრევენციის მიზნით, მაღალი რისკის კატეგორიის 10 000-ზე მეტი ადამიანი უკვე აცრილია. დაავადებათა კონტროლის ცენტრში განმარტავენ, რომ მდგომარეობა გასულ წელთან შედარებით, უკეთესია და გრიპის შემთხვევების პიკს თებერვალში ელოდებიან.

10 იანვრის მონაცემებით, ყოველ 100 000 ადამიანზე დაავადების 12-დან 15-მდე შემთხვევა ფიქსირდება, რაც სეზონური ვირუსისთვის დამახასიათებელია.

banner
წინა სტატიაში2016 წელს ევროპაში შესაძლებელია 10 მილიონი ლტოლვილი შევიდეს
შემდეგი სტატიალონდონი: დღე შარვლის გარეშე(foto)