24.9 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

სომხეთში გაგიკ წარუკიანის საქმეზე 70-ზე მეტ ლოკაციაზე ჩხრეკა მიმდინარეობს

სომხეთში, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ წარუკიანის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები 70-ზე მეტ ლოკაციაზე ჩხრეკას ატარებენ.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება ათზე მეტ სისხლის სამართლის საქმეს, რომლებშიც გაგიკ წარუკიანი ფიგურირებს. უწყების განმარტებით, აღნიშნული ღონისძიებები რამდენიმე მიმდინარე წარმოების ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით ხორციელდება.

მანამდე, პარტიის ლიდერის პრესსპიკერმა, ივეტა ტონოიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამომძიებლები ჩხრეკას გაგიკ წარუკიანის საცხოვრებელ სახლშიც ატარებდნენ, რაც მოგვიანებით საგამოძიებო კომიტეტმაც დაადასტურა.

banner
წინა სტატიაში“საფარი”: შვილზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მამას სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა
შემდეგი სტატიაშრი-ლანკის ციხეში მომხდარ არეულობას 25 პატიმარი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა