27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

სომხეთში გაგიკ ცარუკიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

სომხური მედია გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით სომხეთში გაგიკ ცარუკიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

კერძოდ აღინიშნება, რომ ბიზნესმენისა და პარტია “აყვავებული სომხეთის” თავმჯდომარის, გაგიკ ცარუკიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდების მუხლით დაიწყო.

მის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიებად ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა იქნა შერჩეული.

შეგახსენებთ, გაგიკ ცარუკიანის პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც მიმდინარე კვირაში ჩატარდა, . ბარიერის გადასალახად საჭირო 4% მიიღო.

banner
წინა სტატიაში5 დღის წინ კვადროციკლით მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭის მდგომარეობა ისევ მძიმეა
შემდეგი სტატიასახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება