სომხეთში ე.წ. “კანონიერი ქურდი” მერაბ კალაშოვი დააკავეს

სომხეთის პოლიციამ ე.წ “კანონიერი ქურდი” მერაბ კალაშოვი დააკავა. 43 წლის კალაშოვი 2015 წლიდან საფრანგეთის მიერ იძებნებოდა. ფრანგი სამართალდამცველები მას დანაშაულებრივი გზით ქონების მოპოვებასა და ფულის გათეთრებას ედავებიან.

მას ამ დანაშაულისთვის ბრალი დაუსწრებლად ჰქონდა წარდგენილი. სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ უკვე შეატყობინა ინტერპოლს საერთაშორისო ძებნილის აღმოჩენისა და დაკავების შესახებ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილი: გიგი უგულავა გამორჩეულია ბლუყუნში
შემდეგი სტატიასაახალწლო განათებებისთვის დედაქალაქის მერია 2 მილიონს დახარჯავს