27.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

სომხეთში აშშ-ის, საფრანგეთისა და საბერძნეთის მონაწილეობით სამხედრო წვრთნები Eagle Partner 2026 გაიმართება

სომხეთში აშშ-ის, საფრანგეთისა და საბერძნეთის მონაწილეობით სამხედრო წვრთნები გაიმართება. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ყოველწლიური სამხედრო წვრთნები Eagle Partner 2026 სომხეთში 17-დან 25 ივნისის ჩათვლით ჩატარდება.

სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბრიგადის (250 მონაწილე), ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიისა და კანზასის ეროვნული გვარდიის (58 მონაწილე), საფრანგეთის (24 მონაწილე) და საბერძნეთის (11 მონაწილე) სამხედრო მოსამსახურეები.

წვრთნები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მოსამზადებლად გაიმართება.

banner
წინა სტატიაშითოფურიას ემოციური გზავნილი მეტოქეს: „ჩვენი ისტორია აქ არ სრულდება“
შემდეგი სტატიაგიორგი ბუტიკაშვილი: ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნა რთული და პრაქტიკულად განუხორციელებელი ამოცანაა