29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

სომხეთში ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

სომხეთში ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. 

როგორც სომხური მედია იუწყება,  სამართალდამცველებს არ დაუკონკრეტებიათ, რამდენი პირის დაკავება მოხდა, თუმცა მათი განცხადებით, ჩატარდა ჩხრეკა და სხვა საჭირო პროცედურები.

მედიის ცნობით, ბლოკის, „ძლიერი სომხეთის“ პარლამენტის წევრობის კანდიდატმა ლორის პროვინციის რამდენიმე მაცხოვრებელს ქრთამი გადასცა არჩევნებში მისი ბლოკის სასარგებლოდ მიცემული ხმების სანაცვლოდ.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტმა აღნიშნული ოპერაცია ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ჩაატარა.

სომხეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, სადაც საკანონმდებლო ორგანოს მეცხრე მოწვევის შემადგენლობა უნდა განსაზღვრონ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა შსს-ს დეტექტივის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგარეგინ II – არჩევანი გავაკეთე, რათა უფალმა დალოცოს ჩვენი ხალხი რთული განსაცდელების დასაძლევად