,,სომხეთს არ უნდა აშფოთებდეს საქართველოში თურქული ინვესტიციები,,

,,თურქული ინვესტიციები საქართველოში საკმაოდ წონადია, მაგრამ ამან სომხეთში სერიოზული შეშფოთება არ უნდა გამოიწვიოს,, აცხადებს სომეხი პოლიტოლოგი სტეფან საფარიანი.
სომეხი ექსპერტის აზრით, თანამშრომლობა საქართველოსა და თურქეთს შორის, არ გახდის საქართველოს ღრმად დამოკიდებულს თურქეთზე. ,,უფრო სწორედ ეს თანამშრომლობა ორმხრივად დამიკიდებულს ხდის ორივე ქვეყანას. ესე იგი, თურქეთიც ხდება დამოკიდებული საქართველოზე. რა თქმა უნდა არსებობს გარკვეული თამასა, რომლის ზემოთ ინვესტიციებს მოაქვს ქვეყნის სუვერენიტეტის შეშუსტება, თუმცა მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ეს საფრთხე ახლა არ ემუქრება,, აცხადებს სტეფანიანი.
სომეხი პოლიტოლოგის აზრით, აშშ და ევროპა არ დაუშვებენ იმას, რომ საქართველო გახდეს სათამაშო ანკარას ხელში. ამასთანავე, სტეფანიანის აზრით, სომხეთსა და რუსეთში ამ თემის ხელოვნურად ,,გაბერვა,, ხდება, რასაც ღრმად სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს. ,,საქართველო აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს. ის საკუთარი ეკონომიკის დივერსიფიკაციითაა დაკავებული. უბრალოდ, ეკონომიკის დივერსიფიკაცია სომხურთან შედარებით, თურქული ფაქტორის გათვალისწინებით ჩანს ოდნავ სარისკოდ,, აცხადებს სომეხი პოლიტოლოგი, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს არ აქვს თურქეთთან მოუგვარებელი კონფლიქტი, რომლის გამოც ამ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება საკუთარ საზღვრებში აშფოთებდეს.

banner
წინა სტატიაშილაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი, სავარაუდოდ, ჯონდო მდივნიშვილი იქნება
შემდეგი სტატიაპუტინმა ვადაგასულ პრეზიდენტს მიულოცა დამოუკიდებლობის დღე