სომხეთმა თურქულ იმპორტზე ემბარგო გააგრძელა

სომხეთის მთავრობამ კიდევ ნახევარი წლით გააგრძელა თურქეთიდან იმპორტის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება. ის თავდაპირველად 1 იანვარს ექვსი თვით იყო შემოღებული. “აკრძალვის ექვსი თვით გაგრძელება განიხილება არა მხოლოდ სანქცია, არამედ თურქული ბიუჯეტის სომხური წყაროებიდან დაფინანსების შეწყვეტა, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია” – სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვან კერობიანმა 24 ივნისს განაცხადა – “დოიჩე ველე” წერს.
კერობიანის თქმით, უკანასკნელი 6 თვის მანძილზე თურქეთიდან იმპორტი 70%-ით შემცირდა.

2019 წელს თურქეთიდან სომხეთში 268,1 მილიონი დოლარის საქონელი შემოიტანეს, მათ შორის, ძირითადად ტანსაცმელი (69,4 მილიონი დოლარი), ციტრუსი (10,3 მილიონი დოლარი), გათბობის სისტემები 35,3 მილიონი, ნავთობი და ნავთოპროდუქტი 24,3 მილიონი დოლარი. 2020 წელს ბრუნვა 90 მილიონამდე შემცირდა.

ემბარგო 2020 წელს მთიანი ყარაბახის ომის შემდეგ შემოიღეს, სადაც თურქეთი აზერბაიჯანს უჭერდა მხარს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა – პენსიონერებთან დაკავშირებით „ლიბერთი ბანკთან“ შეთანხმება შედგა
შემდეგი სტატიაბრიუსელის სამიტზე რუსეთთან სტრატეგიას განიხილავენ