სომხეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რესპუბლიკამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა. ერევანი ადასტურებს თავის ერთგულებას საერთაშორისო სამართლის და თანასწორობის, სუვერენიტეტისა და ხალხების მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებისადმი.

ერევანი გმობს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობასა და მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლებად აყვანას, უერთდება საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას მათ უპირობო გათავისუფლებაზე.

პალესტინა სახელმწიფოდ აღიარებული ჰყავს გაეროს 193 წევრიდან 140-ზე მეტს.

banner
წინა სტატიაში„თუ ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციები, როგორებიც NDI და IRI არიან, შეწყვეტენ ფუნქციონირებას და არჩევნებსაც არ დააკვირდებიან, პროცესის ლეგიტიმაცია დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“ – გიგი წერეთელი შაჰინის განცხადებაზე
შემდეგი სტატიასაარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება უწყების დისკრედიტაციის მორიგი მცდელობის შესახებ