25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

სომხეთმა ევროკავშირისგან 34 მილიონი ევროს დახმარება მიიღო

სომხეთმა ევროკავშირისგან დახმარების ფართო პროგრამის ფარგლებში პირველი ტრანში — 34 მილიონი ევრო მიიღო. აღნიშნული პაკეტი ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მას შემდეგ დააანონსა, რაც რუსეთმა სომხურ პროდუქციაზე სავაჭრო შეზღუდვები დააწესა.

ბრიუსელის განცხადებით, ფინანსური მხარდაჭერა მიზნად ისახავს კრემლის ეკონომიკური ზეწოლის შემსუბუქებას, სომხური ბიზნესის მდგრადობის გაძლიერებას და ევროპულ ბაზარზე გზის გაკაფვას.

გავრცელებული ინფორმაციით, სომხური პროდუქციის (განსაკუთრებით ბრენდის/კონიაკის) შესვლა ევროპაში სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდება ფრანგული კონიაკის მწარმოებლების მხრიდან. სომხეთს არ აქვს პირდაპირი გასასვლელი ევროკავშირთან, რის გამოც ტვირთების გადაზიდვა თურქეთისა და საქართველოს გავლით რთულ და სპეციფიკურ ლოგისტიკურ პროცედურებს უკავშირდება.

banner
წინა სტატიაში“შენი ლამაზი ღიმილი მუდამ ჩვენს მეხსიერებაში დარჩება”- 13 ივნისს მდინარეში ჩავარდნილი 6 წლის გოგონა გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკობახიძე: საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის 11 ახალი შეთანხმება გაფორმდა