სომხეთის ტრანსპორტის მინისტრი : ერევანი საქართველოსა და რუსეთთან სამხრეთ ოსეთის გავლით გზის გახსნაზე მოლაპარაკებებს მართავს

სომხეთი საქართველოსა და რუსეთთან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გავლით სატვირთო მანქანებისთვის ალტერნატიული გზის გახსნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის სხდომის შემდეგ ტრანსპორტის მინისტრმა გაგიკ ბეგლარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ერევანი ეძებს გზებს, რომ “ზემო ლარსის” გამშვები პუნქტი სომხეთის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა არ იყოს. სომხური მხარე გამოდის ინიციატივით, რომ სამხრეთ ოსეთი სატრანზიტო ტერიტორია გახდეს.

ამასთან, ტრანსპორტის მინისტრი გაგიკ ბეგლარიანი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება სომხეთზე არ არის დამოკიდებული.

“საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის არსებობს პოლიტიკური უთანხმოება. ეს ართულებს ჩვენს სამუშაოს, ასე რომ ამ გეგმის განხორციელების ალბათობა ორმოცდაათი-ორმოცდაათზეა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ რუსულმა და ქართულმა მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ”, – განაცხადა ბეგლარიანიმა.

საკონტროლო-გამშვები პუნქტის “ზემო ლარსის” დაკეტვის გამო რუსეთის მხარეს სომხეთის ასზე მეტი მოქალაქე აღმოჩნდა ბლოკირებული. მათი ნაწილი რუსეთის საგანგებო სამინისტროს თვითმფრინავებით ერევანში უკვე გადაიყვანეს.

გზის გახსნის სამუშაოები დაახლოებით ორ კვირაში დასრულდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ–მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიარუსეთის დელეგაცია გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს დაუჭერს