სომხეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი წაუყენეს

სომხეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრს გენერალ-პოლკოვნიკ სეირან ოგანიანს 2008 წელს კონსტიტუციური წყობის ჩამოშლაში ბრალი წაუყენეს – ორშაბათს ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა. ექს-მინისტრს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა.
ადრე ანალოგიური ბრალდება წაუყენეს ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს, რომელიც მიმდინარე მომენტისთვის ციხეში იმყოფება, ასევე, სხვა პირებს, რომლებიც 2008 წელს თანამდებობაზე იყვნენ.
სეირან ოგანიანი 8 წლის მანძილზე, 2016 წლის ოქტომბრამდე ხელმძღვანელობდა უწყებას.

2008 წელს ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე მთავრობამ ძალა გამოიყენა, რომლის დროსაც რვა დემონსტრანტი დაიღუპა, პოლიციის 33 თანამშრომელი კი დაშავდა. სულ, სამედიცინო დახმარება 230 ადამიანს გაუწიეს.

banner
წინა სტატიაშისუს-ის უფროსის მოადგილედ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ინიშნება
შემდეგი სტატიათურქეთის მთავრობა ტრამპს: მოკავშირეები “ტვიტერით” არ ურთიერთობენ