სომხეთის შსს ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვის შესახებ ავრცელებს

სომხეთის შიდაპოლიტიკურმა უწყებამ ნიცაში კიდევ ერთი სომხეთის მოქალაქის დაღუპვის შესახებ გაავრცელა ინფრმაცია. “სამწუხაროდ, კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქის დაღუპვის შესახებ უნდა გაცნობოთ” – ნათქვამია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია სომხეთის ერთი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ნიცას ტრაგედია დღეს დილით ადრე მოხდა. თვითმხილველების თქმით, მანქანა ზიგზაგებით მოძრაობდა, ამიტომ იფიქრეს, რომ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, თვითონ კი ცუდად გახდა. რამდენიმე ხანში, როცა მძღოლმა, როგორც შემდეგ გაირკვა, ტუნისელმა ფრანგმა, სროლა დაიწყო, პოლიციამ მისი ლიკვიდაცია მოახდინა.
მომხდარი შეფასდა როგორც ტერაქტი.
გარდაცვლილია 84 ადამიანი. კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება 18.

სამხრეთ საფრანგეთში გამოცხადებულია ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე.

banner
წინა სტატიაშიფრანგმა პოლიციელებმა საეჭვო ამანათი ააფეთქეს
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3407 ლარია