სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 7 ივნისს სომხეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე, საარჩევნო უბნების დახურვის დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 58.97% შეადგინა.
მათივე ცნობით, ხმის მიცემის უფლებით 1 476 597-მა მოქალაქემ ისარგებლა.
„20:00 საათის მდგომარეობით, სომხეთის არჩევნებში 1 476 597 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. აქტივობამ 58.97% შეადგინა“,- განაცხადეს კომისიაში.
შედარებისთვის, 2021 წლის 20 ივნისს ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 49.41%-მა, რაც 1 281 911 ამომრჩეველს შეადგენდა.

















