სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ასობით დარღვევა დაფიქსირდა

სომხეთში მიმდიანრე არჩევნებში სამოქალაქო აქტივისტებმა ასობით დარღვევა დააფიქსირეს – რადიო “თავისუფლება” ავრცელებს, აქედან დაადლოებით ასი დაკავშირებულია თითების ანაბეჭდის რეგისტრაციასთან, 150 შემთხვევაში, ხმის მიცემის პროცედურა დაირღვა და დაახლოებით 40 შემთხვევაში – ამომრჩევლის უფლებები, შენიშნულია ათობით ჩაყრილი ბიულეტენი.
ამ მომენტისათვის ამომრჩევნების აქტიურობამ 35% შეადგინა. არჩევნებში 5 პარტია და 4 ბლოკი იღებს მონაწილეობას.

მანამდე “თაიმერმა” ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ საარჩევნო უბნების ელექტრონულმა სისტემამ სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის თითების ანაბეჭდი ვერ ამოიცნო. ელექტრონულმა მოწყობილობამ, რომელიც სპეციალურად დამონტაჟდა დღევანდელი არჩევნებისთვის, სარგსიანის თითების ანაბეჭდი ვერ დაარეგისტრირა. პროცედურის განმეორება რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს, სარგსიანი იძულებული გახდა, კომისიისთვის, ბიულეტების მისაღებად პასპორტი მიეცა. მისი მოძებმა პასპორტითაც გაჭირდა, თუმცა, საბოლოოდ, პრეზიდენტმა ხმის მიცემა შეძლო.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში წითელ მოედანთან მისასვლელი გადაკეტილია
შემდეგი სტატიააფხაზეთში რუსი სამხედრო მოსამსახურეებისათვის ქალაქს ააშენებენ